სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით, მესტიაში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მესტიაში ჭალაჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
ისინი ჭალაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჭალაჰესი სვანეთის კულტურულ მემკვიდრეობებს დაანგრევს.
აქციაზე მესტიის გამგებლის მოადგილე მივიდა. ის აცხადებს, რომ კულტურულ ძეგლებს პრობლემები არ შეექმნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს აქცია მართულია.
მესტიაში მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ჰესების მშენებლობა იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ შესაბამისი დასკვნა იარსებებს, რომ კულტურულ მემკვიდრეობებს ზიანი არ მიადგება.
მათი თქმით, მშენებლობა გარკვეულწილად კარგია, რადგან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. თუმცა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობისთვის მოძრავმა სატვირთო მანქანებმა გზები გააფუჭეს.
ადგილობრივები ჰესის ამუშავების შემდეგ მაღალ ტენიანობას არ გამორიცხავენ და კომპენსაციებს მოითხოვენ.