ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
მათი ინფორმაციით, ბიჭებს შორის კონფლიქტი არსებობდა და კლასელმა ის რამდენჯერმე დაიბარა სალაპარაკოდ. გუშინ საღამოს კი სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც გარდაცვლილი გულის არეში დაჭრეს.
დაკავებული ასევე ოფშკვითის მცხოვრებია.
დანმაშავე და გარდაცვლილი კლასელები იყვნენ.
კონკრეტულად რის გამო არსებობდა კონფლიქტი, ოჯახის წევრები ვერ აკონკრეტებენ.
გარდაცვლილი დედისერთა იყო და დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი