საპროტესტო აქცია სენაკში - მშვიდობის ქუჩის მოსახლეობა ბუნებრივი აირის სახლებში შეყვანას ითხოვს.
ადგილობრივებს გამგებელმა განუმარტა, რომ ამჟამად მიმდინარეობს გაზის გაყვანა მთავარ მაგისტრალზე, რის შემდეგაც უკვე დაგეგმილია მილების საცხოვრებლამდე მიყვანა.
ამჟამად მოსახლეობა კომპანია გაზკოსთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას ელოდება, რომლის მიხედვით, სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანა სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებისთანავე დაიწყება. მანამდე აქციები დროებით შეწყვეტილია.