06 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან დაკავშირებით, პროკურორი აცხადებს, რომ დაკავებულ მოზარდს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თუმცა, ახალგაზრდა პირი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს. 

პროკურორმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებითაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო.

დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის მიმალვაშია.

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე უარყოფილია ინფორმაცია, თითქოს, მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთი-ერთი პირის ოჯახის წევრი პროკურატურის თანამშრომელია. თუმცა, აქვე პროკურატურა განმარტავს, რომ ინციდენტში მონაწილე ერთი მოზარდის მშობელი მართლაც არის პროკურატურის წარმომადგენელი, თუმცა მას არანაირ გამოძიებასთან შემხებლობა არა აქვს.

დღის ამბები