08 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ცხოვრება საბუთების გარეშე - მეოთხე სტადიის სიმსივნის მქონე ლეილა ისმალოვა მკურნალობის მიღმა დარჩა 

სომხეთიდან დევნილ ლეილა ისმაილოვი მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა. 55 წლის ქალს, რომელსაც არანაირი პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, საავადმყოფოში მძიმე ტკივილებით მიყვანისას მისთვის დახმარების აღმოჩენა გართულდა. საბუთების გარეშე ლეილა ისმაილოვს არც სოციალური პროგრამა ეხებოდა და არც საავადმყოფოში და არც პალიატიური მკურნალობის ცენტრში იღებდნენ.  

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ისტორიამ ქართული ჯანდაცვის სისტემაში კიდევ ერთი კაზუსი გამოავლინა, უსაბუთო ადამიანი შეიძლება, ისე მოკვდეს ქუჩაში, რომ არანაირი უწყება თუ პროგრამა მას კანონიერად ვერ დაეხმარება.

სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში შესაძლოა, ნებისმიერი უსახლკარო აღმოჩნდეს, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილიც, თუკი მას საბუთი არ ექნება.

მედიის ჩარევამ ლეილას ტანჯვა ერთი დღით შეუმსუბუქა, თუმცა სანამ ჩინოსნები ფულს იპოვიდნენ, ყველა გაათავისუფლა. ქალაბატონი დღეს დილით გარდაიცვალა.

სომხეთიდან დევნილი ლეილა ისმაილოვა 6 წლის წინ ელისო ნოზაკოვმა შეიფარა და საკუთარ სახლში, კასპში, სოფელ ფერმაში წაიყვანა.  მას წლების განმავლობაში სოფელი გვერდში ედგა.

დღის ამბები