18 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
პატრიარქის მოსაყდრეს არ აქვს ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული თავს ეკლესიას აფარებს

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება, თავს ეკლესიას აფარებს, საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრე ეხმაურება.

"კურიერის" კითხვის საპასუხოდ მეუფე შიო ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. "ვერ გეტყვით, არ მგონია," - აცხადებს მეუფე შიო. 

პატრიარქის მოსაყდრემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და გარდაცვლილი მოსწავლეების ოჯახებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, ტრაგედიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, საქართველოს პატრიარქი ძალიან განიცდის. 

„ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენგანისთვის ეს არის ტრაგედია. საზარელი სისასტიკე, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები,“ - განაცხადა მეუფე შიომ.

დღის ამბები