პოლიციის მთავარ სამმართველოში 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორების გამოკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა.
საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა სასწავლებლების ხელმძღვანელებმა მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრეს და ამის მიზეზად გაუთქმელობის ვალდებულება დაასახელეს, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ხელი მოაწერეს.
მოგვიანებით "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს ხათუნა ბარაბაძემ
არ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც გამოძიების დასრულებამდე მათი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.
„მე პირველად ვიყავი დღეს დაბარებული და დღეს მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ვალდებულებას. ვიდრე არ დასრულდება საგამოძიებო ქმედებები მოვაწერე ხელი და ასეც ჩავთვალე საჭიროდ. მე რამდენადაც ვიცი ჩვენი უფლებამოსილების საკითხი დადგება მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება,“-განაცხადა თბილისის #1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ.