როგორ უნდა მოხდეს სკოლებში ძალადობის პრევენცია და კრიზისული სიტუაციების მართვა- ამ საკითხზე განათლების სამინისტროში მინისტრის ინიციატივით შეხვედრა შედგა ბავშვთა ფსიქოლოგებთან.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ძალადობისაგან თავისუფალი სასკოლო გარემოს განვითარებისა და თითოეული ბავშვის უსაფრთხოების დაცვისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციებმა და უწყებებმა კიდევ უფრო კომპლექსურად და შეთანხმებულად უნდა იმუშაონ.
მანამდე ამავე საკითხზე პირველი შეხვედრა გამართა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმაც. ძირითადი აქცენტი მანდატურის სამსახურის გაძლიერებასა და სკოლების უსაფრხთოებაში პოლიციის აქტიურად ჩარევაზე გაკეთდა.