თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები აკონტროლებენ როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სკოლაში არიან გადანაწილებულნი. გაზრდილია მანდატურების რაოდენობაც.
მოსწავლეების მშობლები მანდატურის წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ. მშობლები ამბობენ, რომ მანდატურებს უფლებამოსილებაც უნდა გაეზარდოთ.
პედაგოგთა ინფორმაციით, გრძელდება სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და მშობლების დაკითხვაც გაგრძელდება.