18 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
ბოცვაძის ქუჩაზე სახლის სასხვენო გადახურვას და მანსარდას ცეცხლი გაუჩნდა

რუსთაველის „მაკდონალდსთან“, ბოცვაძის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლის სასხვენო გადახურვა და მანსარდა იწვოდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა და 40-მდე მეხანძრე მუშაობდა.

დღის ამბები