ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ლევან დადუნაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დღეს დილიდან მისი მეგობრები, თანაკლასელები და ნათესავები საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან იყვენენ შეკრებილი, საიდანაც დადუნაშვილის ცხედარი გამოასვენეს.
ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე, მთავრობის წარმომადგენლებმა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის წევრები.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია, მსგავსი ტკივილი არ განმეორდეს. პირველ ეტაპზე, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული განათლების სისტემის გარშემო, მაგრამ ეს ბუნებრივია, არ იქნება გრძელვადიანი სახით. ჩვენ არ გვჭირდება დისციპლინური რეჟიმი, გამორიცხულია პოლიციური რეჟიმის დანერგვა განათლების სისტემაში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად უსაფრთხო გარემო, რომლისთვისაც ყველაფერი გაკეთდება, როგორც განათლების სამინისტროს, მანდატურების სამსახურის, ფსიქოლოგიური სამსახურის და მათ შორის პოლიციის მხრიდან,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.