საქართველოს მასშტაბით დღეიდან უამინდობაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფომრაციით, ძლიერი ნალექი - მთაში თოვლის სახით - განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იქნება.
ზღვაზე 5 ბალამდე შტორმს ვარაუდობენ. ძლიერი ქარი და წვიმა უნდა იყოს თბილისშიც. უამინდობა 3 დღის განმაბლობაში გაგრძელდება. 9 დეკემბრიდან უნდა გამოიდაროს.