"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ანა ნაცვლიშვილი "საია"-ს პროექტების კოორდინატორმა, სულხან სალაძემ ჩაანაცვლა. სალაძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება და არასამთავრობო ორგანიზაციას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შეინარჩუნებს თუ არა ახალი თავმჯდომარე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბორდის წევრის სტატუსსა და როგორი იქნება მისი პირველი ნაბიჯები, ამის შესახებ საუბარს სულხან სალაძე დღეს მედიასთან შეხვედრის დროს აპირებს.
„კანდიდატებმა წარვადგინეთ ჩვენი ხედვა და ჩვენი მოსაზრება საკითხებთან დაკავშირებით. როგორ გვესახება ორგანიზაციის შემდგომი განვითარება, ასევე გარე გამოწვევები, რომელიც ორგანიზაციის წინაშე დგას და რომელზეც ორგანიზაცია ყოველთვის უნდა იყოს მობილური და ძალიან სწრაფი, რომ გამოხატოს თავისი რეაქცია ამ საკითხებზე,“ - განაცხადა საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ახლად არჩეული თავმჯდომარე სულხან სალაძემ.