უჩა ნანუაშვილმა განცხადება 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე გააკეთა. სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენის აპარატს საქმის შესწავლა დაწყებული აქვს. ნანუაშვილის განცხადებითვე, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მკვლელობაში ბრალდებულებს უახლოეს დღეებში მოინახულებენ.
სახალხო დამცველის რანგში ბოლო ანგარიში უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინა. ომბუდსმენი პენიტენციურ სისტემაში არსებულ ჯანდაცვის პრობლემებზე საუბრობს.
ის მთავარ ფაქტორებად სამედიცნო პერსონალის არასაკმარის რაოდენობას, არასათანადო სამუშაო პირობებს და არასრულფასოვან სამედიცინო გამოკვლევებს ასახელებს.