27 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
გუმათჰესის ტერიტორიაზე ტრანსფორმატორს ცეცხლი უკიდია - არის აფეთქების საშიშროება

ამ წუთებში ხანძარია ქუთაისში. ცეცხლი გუმათჰესს უკიდია. ჰესის კასკადის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა. არის აფეთქების საშიშროებაც.

ადგილზე მობილიზებულია 5 ჯგუფი და 30-მდე მეხანძრე. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

დღის ამბები