კიევში რადას შენობასთან მომიტინგეებმა კიდევ ერთი ღამე გაათენეს კარვებში. მთელი ღამის განმავლობაში იქ სიმშვიდე იყო. პერიმეტრს კვლავ აკონტროლებენ პოლიციის შენაერთები და იცავენ პარლამენტის შენობას.
„კურიერის“ გადამღები ჯგუფი აქციის იმ მონაწილეებს გაესაუბრა, ვინც 24 საათის განმავლობაში ადგილზე იმყოფება. მათი თქმით, მუდმივად ელოდებიან მორიგ შეტევას სამართალდამცველთა მხრიდან და მზადყოფნას გამოთქვამენ მათ მოსაგერიებლად.
მათ ნაწილს კი, აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გადადგომის შესახებ განაცხადებს, რაც მათი თქმით, იმის ნიშანი იქნება, რომ საპროტესტო მოძრაობამ შედეგი გამოიღო.
კიევში ამ დროისთვის ყველა ელოდება გათენებას, რათა მიმტინგი განახლდეს.