18 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
მიხეილ კადიევი თავშესაფრის თხოვნით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს

მიხეილ კადიევი, თავშესაფრის თხოვნით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს. უფლებადამცველი სამინისტროში დღეს ადვოკატთან და "ევროპული საქართველოს" ერთერთ ლიდერთან, სერგო რატიანთან ერთად მივიდა.

კადიევის უფლებადამცველის განცხადებით, კანონის ახალი რედაქცია, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, საერთაშორისო დაცვის და ლტოლვილის სტატუსის მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

“ახალი კანონი იძლევა გაცილებით მეტ საშუალებას მისი უფლებების დაცვის. ის არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და აგრეთვე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან. შესაბამისად, დღეს უკვე ახალი კანონის საფუძველზე შემოგვაქვს განცხადება, რომ მას მიანიჭონ თავშესაფარი,“ - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.

დაღესტნელი უფლებადამცველი უკვე 4 წელია საქართველოში თავშესაფარს ითხოვს.

“დაღესტნელი უფლებადამცველი ითხოვს საქართველოში თავშესაფარს და სამწუხაროდ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 4 წლის განმავლობაში ამტკიცებს, რომ რუსეთში არ არის პოლიტიკური დევნა, არ არის რელიგიური დევნა და ციხეში შესაძლებელია, რომ ადამიანს არ ემუქრებოდეს არაფერი. ეს ჩვენ ქვეყნისათვის არის სამარცხვინო,“ - აღნიშნა რატიანმა. 

 

დღის ამბები