18 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
დიდთოვლობამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

უამინდობა საქართველოში - დიდთოვლობამ პრობლემები რამდენიმე რეგიონში შექმნა, ჩაიკეტა სოფლებამდე მისასვლელი გზები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რამდენიმე სოფელში გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

მაღალმთიან სამცხე-ჯავახეთში ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს. ახალციხესა და ახალქალაქში გზებზე გადაადგილების პრობლემა არ არის, რადგან ტექნიკური მარილი იყრება, თუმცა ტრასებზე პრობლემები შეიქმნა.

ოფიციალური ინფორმაციით, შეზღუდვებია ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე, ასევე ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე, პრობლემებია ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევარად მისაბმელიანი ავტომობილებისთვის, ასევე აკრძალულია 30-ზე მეტი ადგილიანი ავტობუსების მოძრაობა, მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა ნებადართულია.

როგორც ცნობილია, რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელ გზაზეც პრობლემებია, ამ წუთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

დღის ამბები