18 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
გარდაცვლილი მსაჯის საქმე - ლანჩხუთის "გურიას" დირექტორის მოადგილე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას” დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჩხაიძეს უკვე მეორედ კითხავენ. ის პირველად ფოთის პოლიციაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. ჩხაიძე ადასტურებს, რომ მსაჯთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, თამაშებთან დაკავშირებულ გარჩევას უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მსაჯის ტელეფონის ჩანაწერებია ამოღებული და სავარაუდოდ, ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე უნდა გამოიკითხოს.

ნუგზარ ჩხაიძე აცხადებს, რომ არ იცის, რა კითხვები აქვს გამოძიებას.

„ვიყავით კი, თანხას არ ვითხოვდით, თანხას ითხოვდა ის ვინც ასესხა. როგორც მეგობარი ისე ვიყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ ასესხა.  ჯერ მე მესესხა და მერე მას ესესხა. ჩემთან ვერანაირი ბრალდება ვერ ექნება ოჯახს, აბსოლუტურად ვერანაირი ბრალდება ვერ შეიძლება ჰქონდეს,“-აცხადებს ნუგზარ ჩხაიძე.

ოჯახი კი ნუგზარ ჩხაიძეც ილო ტუღუშზე განხორციელებულ მუქარაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ მსაჯის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ ზეწოლისა და მუქარის ვერსიის შესწავლა დაიწყო.

მატჩების მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

მსაჯის მეუღლის ინფორმაციით, ილია ტუღუშს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში სამმა პირმა მოაკითხა, რომლებიც მას ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები