ძველი იპოდრომი დღეს, 17:00-დან 22:00 საათამდე საქველმოქმედო ღონისძიებას, გამოფენა-გაყიდვას და კონცერტს უმასპინძლებს.
კონცერტში მონაწილეობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მომღერლები მიიღებენ, მათ შორის სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე, სოფი ვილი, მაკა ზამბახიძე, მარიკო ლეჟავა, გრიგოლ ყიფშიძე, გიგი ადამაშვილი, ელენე კალანდაძე.
ტერიტორიაზე მოეწყობა წინა საახალწლო დეკორაციების და მცენარეების გამოფენა გაყიდვა, შემოსული თანხის ნაწილი კი აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ეროვნული ცენტრის“, სარეაბილიტაციო კომპლექსის - „ფერადი ქალაქის“ მშენებლობას მოხმარდება.
საქველმოქმედო აქცია-კონცერტი - “მე აქ ვარ“-ს, კამპანიის ფარგლებში იმართება.