18 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ვანი-ზუგდიდის ცენტრალურ ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე გარდაიცვალა

ვანი-ზუგდიდის ცენტრალურ ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ფეხით მოსიარულე ქალი გარდაიცვალა. 

საჭეს საფრანგეთის მოქალაქე მართავდა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებული არ არის. ის სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. 

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 პუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დღის ამბები