ქობულეთში 18 წლის ბიჭის გაუჩინარება შესაძლოა, საშიშ ინტერნეტთამაშს უკავშირდებოდეს.
ამის შესახებ ოჯახი ვარაუდობს.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე - გოგი დოლიძე, სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მშობლები ამბობენ, რომ სკოლაში წასული ახალგაზრდა ბოლოს ქობულეთის ცენტრში ნახეს.
ოჯახმა მოზარდის დაკარგვის შესახებ პოლიციას 8 დეკემბერს აცნობა.