ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საქველმოქმედო საგამოფენო პროექტი live life გაიმართა, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გარემოს პრობლემებისადმი.
ექსპოზიციის საფუძველს შეადგენს ფონდ idea-ს დამაარსებლის, ლეილა ალიევას, ნამუშევრები, სადაც ძირითადად გადმოცემულია გლობალურ ეკოლოგიური პრობლემები.
პროექტი 2016-2017 წლებში წარდგენილი იყო ბერლინში, ლონდონში, პარიზსა და მოსკოვში საზოგადოების წინაშე. ამჯერად კი გამოფენას თბილისი მასპინძლობს.