"ვარსკვლავური ომების" ეპოპეა მსოფლიო კინოეკრანებზე ბრუნდება. "უკანასკნელი ჯედაის" პრემიერა უკვე გაიმართა ლოს ანჯელესში.
ჰოლივუდის ბულვარი პირველი ჩვენებისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. კინოთეატრთან ვარსკვლავური ომების დეკორაციები დაამონტაჟეს და რეკვიზიტები გამოფინეს.
პრემიერას გადამღები ჯგუფი, თითქმის, სრული შემადგენლობით დაესწრო.
ახალი ფილმის სანახავად პირველ ჩვენებაზე ის მსახიობებიც მიიწვიეს, რომლებმაც როლები "ვარსკვლავური ომების" წინა ეპიზოდებში შეასრულეს.
"უკანასკნელი ჯედაის" ნახვა მსოფლიო კინოთეატრებში 15 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.