18 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე - თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება გამართა.

მოსახლეობას დაურიგეს ბუკლეტები და ესაუბრნენ ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე. თბილისელებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრებიც.

„69 წლის წინ გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და 69 წელია გასული მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ აღიარა, რომ ყველა ადამიანი იბადება თანასწორი, თავისუფალი, რომ ადამიანის ღირსება არის უპირატესი, რომ სახელმწიფოები არიან ვალდებულნი, შეუქმნან მას ღირსეული ცხოვრების და არსებობის პირობები,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები