18 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას - ილია მეორე

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ ისაუბრა დღეს ქადაგების დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ბავშვების აღზრდას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ. სკოლაში უნდა იყოს, ალბათ, რელიგიის ისტორია, სულიერობის საკითხები,“ - აღნიშნა პატრიარქმა.

ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა.

დღის ამბები