18 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

კიევში მიმდინარე აქციის პარალელურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი თბილისში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ისინი უკრაინის ხელისუფლების ქმედებების უკან რუსულ კვალზე საუბრობენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნინო კალანდაძე, აცხადებს, რომ უკრაინის ცენტრში ახლა არიან შეკრებილი ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ დააფიქსირონ პროტესტი იმ მოვლენებზე, რომელიც ახალა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საქართველოში მცხოვრებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა თავად გამოთქვეს შეკრების სურვილი და ამის ინიციატორი ბიბლიოთეკა არ ყოფილა. 

„ბევრმა მოგვმართა, ეს არ იყო ბიბლიოთეკის ინიციატივა, როგორც ასეთი, არამედ საზოგადეობის სხვადასხვა წარმომადგენლებმა, იქნებიან ეს ექიმები თუ პროფესორები თუ ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, რომლებმაც, უბრალოდ, სურვილი გამოთქვეს, რომ შეიკრიბონ, იმსჯელონ და რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადადგან,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ენმ-ის წევრი, ზაალ სამადაშვილი, აცხადებს, რომ ხალხს სურს, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს პოლიტიკის გამო არ სდევნიან და სწორედ ამ დამოკიდებულებას გამოხატავენ დღეს ბიბლიოთეკაში შეკრებილები. 

დღის ამბები