18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ფეხზე ადექი, კიევო! პოროშენკოს უნდა გავაგებინოთ, რომ პოლიტიკა არ არის ბიზნესი - სანდრა რულოვსმა აქციის მონაწილეებს მიმართა

კიევში მიმდინარე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ მიმართა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, პეტრო პოროშენკოს არ სურს, რომ ხალხზე იზრუნოს და ის დაკავებულია ბიზნესით.

„პოროშენკოს უნდა გავაგებინოთ, რომ პოლიტიკა არ არის ბიზნესი, ხალხი კი გასაყიდი საქონელი. ბიზნესი შეიძლება, აკეთო ისე, როგორც შეჯიბრი კონკურენტებთან, პოლიტიკაში კი ეს არ შეიძლება. პოლიტიკაშო უნდა აჩვენო, ვინ უფრო ზრუნავს ხალხზე, ვინ მისცემს პირობას, უკეთ იზრუნოს ხალხზე. ეს არის სულ სხვანაირი შეჯიბრი. უნდა აჩვენო, რომ გიყვარს უკრაინა, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვინახავს ბოლო 4 წელია. ამიტომ არის საჭირო ცვლილებები.

"ჩვენ ბევრნი ვართ და ვიცით, რა გვინდა. ჩვენ გვყავს დიდი ოპოზიციური ძალა. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. ახლა ძალიან ძნელია, როცა მიშა არ არის, მაგრამ თქვენ ხომ გახსოვთ მისი სიტყვები - „როცა ისინი მე დამიჭერენ, აუცილებლად გააგრძელეთ, რადგან უკრაინას უნდა ცვლილებები, უკრაინა უნდა გახდეს საუკეთესო ქვეყანა და ეს შესაძლებელია".

"ბევრ ქვეყნას სჭირდება ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. მაგალითად, საქართველოში ჩვენ ეს გავაკეთეთ და ეს მოხდა. ძნელი იყო, მაგრამ გავაკეთეთ. მთავარია მოინდომოთ. ხალხს, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, მათ ეს არ უნდათ. ისინი ამას უყურებენ ისე, როგორც ბიზნესს. მათ გადაკვეთეს წითელი ხაზი. არ არის საჭირო ოპონენტების ციხეში ჩასმა. უნდა აჩვენო, რომ შენც შეგიძლია რეფორმების გატარება, რომ შენც გინდა კარგი ხალხისთვის, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ამიტომ ფეხზე ადექი კიევო, ადექი!" - განაცხადა სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას.

დღის ამბები