"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ასათიანს გამარჯვება მიულოცა კონკურენტების ნაწილმა. იურისტების განცხადებით, "ადვოკატთა ასოციაციაციის" თავმჯდომარის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
მათი თქმით, არჩევნების მეორე ტური არ უნდა ჩატარდეს და არც შედეგები უნდა გაბათილდეს.
„მას შემდეგ, რაც ყუთები დაილუქა, არავის შეეძლო გაყალბება. ბიულეტენები დაითვალეს, ბიულეტენები იყო ნორმალური და არავითარი პრეტენზია არავის ამასთან არ ჰქონია. არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, ლეგიტიმურად და მე ბატონ დავით ასათიანს ვულოცავ გამარჯვებას,“ - განაცხადა "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელგუჯა ჩხაიძემ.