ჟურნალისტისა და ოპერატორის სოფო ბობოხიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მის საფლავთან დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები შეიკრიბებიან. საზოგადოებრივი მაუწყებლის იმერეთის ბიუროს 27 წლის ოპერატორი ზუსტად ერთი წლის წინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ეს ინფორმაცია არა მხოლოდ პირველი არხისთვის, არამედ სრულიად მედიაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია აღმოჩნდა.
სოფო ბობოხიძე პირველ არხზე 2013 წლიდან მუშაობდა. ტელე ოპერატორობასთან ერთად, სოფო პროფესიონალი ფოტოგრაფიც იყო.