შედგა თუ არა კონტაქტი საქართველოს და უკრაინის იუსტიციის სამინისტროებს შორის მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ამის შესახებ ალექსანდრე ბარამიძეს ინფორმაცია არ აქვს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ის თავს შეიკავებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, სააკაშვილის მიმართ საქართველოში ოთხ საქმეზე მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს არ შეიცვლება.
„ამის საფუძველზე ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა იყო გაგზავნილი გარკვეული ხნის წინ. რაიმე ახალი ინფორმაცია ამის თაობაზე არ გამაჩნია,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.