18 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, მას შემდეგ, რაც პოროშენკომ სააკაშვილის რეიტინგი დაინახა, გადავიდა ბრალდებების ფალსიფიცირებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე დასავლეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე რეაქციას ელის. როგორც გიორგი ვაშაძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, სააკაშვილის მიმართ უკანონო ქმედებები უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მას მოქალაქეობა ჩამოართვეს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პოროშენკომ სააკაშვილის რეიტინგი დაინახა, გადავიდა აქტიურ ქმედებებზე და ბრალდებების ფალსიფიცირებაზე. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ყველა ამ უკანონო ნაბიჯებთან მიმართებაში დასავლეთს ჰქონდა მწვავე პოზიცია და კვლავაც ექნება.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, კულისებში უამრავი ევროპის ქვეყნის და აშშ-ის საელჩოებმა გამოხატეს შეშფოთება უკრაინის ხელისუფლებასთან.

„როდესაც შენ მთავარ მოკავშირეებს არ უსმენ, ამის შედეგი მართლა ის არის, რომ უარს ამბობ მაიდანის იდეალებზე, უარს ამბობ ქვეყნის დემოკრატიზაციაზე, უარს ამბობ იმაზე, რომ ქვეყანაში აღმოიფხვრას კორუფცია. და დაბრუნდე იმ საწყისებზე, რომლითაც დაიწყო უკრაინის დემოკრატიისკენ სვლა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

მისივე თქმით არ შეიძლება რუსეთთან ომში მყოფმა სახელმწიფომ გააგრძელოს შეგუება იმ კორუფციასთან , რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის პერსონიფიცირებული იმ პროცესების, რაც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. 

დღის ამბები