პაატა ბურჭულაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურამ უწყება მისი ოჯახის წევრს უკვე გადასცდა. ფონდ"იავნანას" დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში 13 დეკემბერსაა დაბარებული მოწმის სახით.
სისხლის სამართლის საქმე დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით შესაძლო მითვისებასა და გაფლანგვაზეა აღძრული.
„საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხად გამოძახებულია უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე. საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. უწყება, პირის მოწმის სახით გამოძახების შესახებ პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს ჩაბარდა დღეს, 11 დეკემბერს,“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.