18 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
ბუტა რობაქიძის საქმე - სასამართლო პროცესზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე სხდომაზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა.

მათ შორის იყო პატრულის იმდროინდელი თანამშრომელი ბესიკ ბუგიანიშვილი, რომელსაც აჩვენეს სპეცოპერაციის ვიდეო მასალა, კადრებში ბუგიანიშვილმა საკუთარი თავი ვერ ამოიცნო.

„მოწმემ დაადასტურა ის გარემოებები, რაც ახსოვდა, რაც შეეხება წარდგენილ ვიდე კამერაზე, მან სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ აღნიშნული გარემოებები, ვიდრე სასამართლო პროცესზე მოვიდოდა, მანამდეც აქვს ნანახი ტელევიზიის საშუალებით და მსგავსი გარემოებები მას არ ახსოვს,“ - განაცხადა პროკურორმა გიორგი ოსაძემ.

დღის ამბები