18 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
რუსთაველის თეატრში დიმა ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

რუსთაველის თეატრში დიმა ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობსა და ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს თეატრიდან ხვალ 2 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.

საქართველოს სახალხო არტისტი 9 დეკემბერს 67 წლის ასაკში, თურქეთის ერთერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

თეატრისა და კინოს მსახიობს დიმა ჯაიანს არა ერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული. მათ შორის - მეფე გიორგი, მეფე ჰოკონ ჰოკონსენიიბსენი, ელიზბარ ერისთვი და სხვ.

ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში - “პირველი მერცხალი”, “ოგარიოვის 6” , “ვინ არის მეოთხე?”, “სტალინის დაკრძალვა.”

დღის ამბები