საპატრიარქოში თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი და ქვეყნის პრემეირმინისტრი დაესწრო.
პრეზიდენტმა განათლების მნიშვნელობაზე, სკოლებში აგრესიის აღმოფხვრაზე და ამ პროცესში პატრიარქისა და მასწავლებლების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ სასწავლებლების და პედაგოგების გაძლიერებით და საზოგადოებაში მათი ავტორიტეტის ამაღლებით მოხერხდება იმ რეალობის გარდატეხა, რომელიც დღეს საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს.