ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო, შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული მიზეზით, აეროპორტში ქუთაისი-ბერლინის რეისი გადაიდო.
როგორც მგზავრები აცხადებენ, მათთვის რეისის გაუქმების მიზეზი არავის აუხსნია. მათ მხოლოდ ის უთხრეს, რომ თვითმფრინავი ბერლინიდან ვერ გამოფრინდა.
აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, გადადებულია რეისები ლონდონიდან, მილანიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან.