18 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის პირველი კადრები

სასამართლო დარბაზიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს „რუსთავი 2“-მა პირდაპირი სატელევიზო კავშირის დამყარება შეძლო.

მასალაში, რომელიც „კურიერის“ ოპერატორმა გადაიღო, ჩანს თუ როგორ მიიყვანეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს შენობაში. სასამართლო დარბაზი, სადაც პროცესი მიმდინარეობს, არის ძალიან პატარა, რის გამოც იქ ვერ მოხერხდა სააკაშვილის მხარდამჭერების დატევა. დარბაზში მარტო ადვოკატები, სააკაშვილის ოჯახის წევრები და ჟურნალისტები შეუშვეს.

თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გამონახა უფრო დიდი დარბაზი იმ პროცესისთვის, რომლისკენაც მიპყრობილია მთელი მსოფლიოს ყურადღება.

სასამართლოს შენობაში მობილიზებულია სპეცრაზმი.

თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი შუშის ჯიხურში მოათავსეს, რომელსაც მან აკვარიუმი უწოდა. მან სწორედ ამ ჯიხურში შეასრულა საქართველოს და უკრაინის ეროვნული ჰიმნები.

ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც სავარაუდოდ ადგილზე სიგნალის დამხშობმა გამოიწვია, ამ დრომდე მასალის მიღება ვერ ხერხდებოდა. ამიტომ, ეთერში დაუმონტაჟებელი კადრები გავიდა. 

დღის ამბები