თბილისში 2017 წლის ადამიანის უფლებათა დამცველი დასახელდა. წარდგენილი ხუთი ნომინანტიდან გამარჯვებული "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი გახდა.
დაჯილდოების ცერემონია ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაზე, ასევე მოეწყო დისკუსია სექსუალური შევიწროების შესახებ.
კვირეული წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა.