18 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ექსპერტები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირებას პროგნოზირებენ

ელექტროენერგიის სამი თეთრით, გაზის კი ორ თეთრამდე გაძვირებას პროგნოზირებენ ახალი წლიდან ექსპერტები. სპეციალისტების განმარტებით, ტარიფის ზრდას ლარის გაუფასურება იწვევს. ანალიტიკოსთა ნაწილი სახელმწიფოსა და ენერგეტიკულ კომპანიებს შორის გარიგებაზეც საუბრობენ.

„არის პირდაპირ გარიგება ამ ენერგეტიკულ კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის. რა დგას ამ გარიგების უკან, ძნელი სათქმელია, მაგრამ ცხადია, რომ მომხმარებლებისთვის სასარგებლო გარიგება არ იქნება. როდესაც ელექტროენერგიაზეა საუბარი, ალბათ 3 თეთრზე უნდა იყოს, ალბათ 1-2 თეთრით გაზიც გაძვირდება,“ - აცხადებს გია ჯანდიერი.

ექსპერტები აკრიტიკებენ მარეგულირებლის ინსტიტუტსაც და სახელმწიფოს ენერგეტიკული ბაზრის გახსნისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ეს სისტემა უნდა შევცვალოთ სრული კონკურენციისკენ, როდესაც გენერაციას აქვს საშუალება, მომხმარებელთან უშუალოდ მივიდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გავლის გარეშე. თუ ამას არ მივაღწევთ, ეს სისტემა ყოველთვის იქნება ასეთი პოლიტიზირებული, ალბათ კორუმპირებული და საფრთხე ექნება მუდმივად. საქართველოში გასაღება არის მონოპოლია, შესაბამისად, მათ აქვთ პრივილეგია და შესაძლოა, არც აწყობდეთ ფასების გაზრდა, ისედაც იღებდნენ იმ შემოსავალს, რომელიც სჭირდებათ, იმიტომ, რომ ბაზარი იზრდება,“ - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

დღის ამბები