თბილისში, გაგარინის 10 ნომერში ავარიული კორპუსის დემონტაჟი განახლდა. ადგილზე გუშინ დედაქალაქის მერი იმყფოებოდა. მიმდინარე სამუშაოებს კახა კალაძე შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად გაეცნო.
18 ოჯახი, რომელიც შენობაში ცხოვრობდა, ამ ეტაპზე ქირით არის გადაყვანილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, სახლი არამდგრადი იყო და ჩამონგრევის მაღალი რისკი არსებობდა.
"აქ მცხოვრებმა ადამიანებმა თვითონ ნახეს ინვესტორი, ვინც ამ კონკრეტულ ადგილზე ააშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს და ამ ადამიანების დაკმაყოფილება მოხდება, ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ თანადგომა და მხარდაჭერა ასეთი პროექტების განხორციელების დროს," - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ.