18 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
პრემიერმინისტრმა ებრაულ თემს ხანუქის დღესასწაული მიულოცა

პრემიერმინისტრმა ებრაულ თემს ხანუქის დღესასწაული მიულოცა. თბილისის მთავარ სინაგოგაში მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრები, დედაქალაქის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე რაბინები და ებრაული თემის წევრები.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ისრაელის 26 საუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა. საერთო გვაქვს ისტორია, საერთო გვაქვს ბრძოლის ისტორიაც, მათ შორის, როდესაც ქართველები იბრძოდნენ ებრაელთათვის და ებრაელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ ქართველთათვის," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ინტერნეტის მეშვეობით, შეკრებილებს მიულოცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

დღის ამბები