18 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
„ბავშვის მშობელს აუწევია ყური, ფორმიანი მისულა"- მშობელი ერთ-ერთი ბავშვის მამას ადანაშაულებს

განათლების სამინისტრომ ქუთაისში მოსწავლის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. მშობელი ერთ-ერთი ბავშვის მამას ადანაშაულებს. თამარ ქემოკლიძის განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც მის შვილს დაარტყა, პოლიციელის ფორმა ეცვა.

„ერთ-ერთი ბავშვის მშობელს აუწევია ყური, ფორმიანი მისულა, როგორც გავიგე, პოლიციელი ყოფილა, ჩემს შვილს ქალოიას რატომ ეძახიო,“- განაცხადა თამარ ქემოკლიძემ. 

განმარტება გაკეთდა შსს-შიც. უწყების ინფორმაციით, დასახელებული პირი მათი თანამშრომელი არ არის.

სკოლის დირექტორის თქმით, დაპირისპირება სკოლის გარეთ მოხდა, რის შესახებაც სამინისტროს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. 

დღის ამბები