18 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ხელისუფლებას რუსული დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ხელისუფლებას რუსული დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ. გამყოფი ხაზიდან 400 მეტრში გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა.  

დავით ქაცარავას განცხადებით, პატრულირების 142-ე დღეს მათ წარმომადგენელს იმ ფართის გათავისუფლებაც მოსთხოვეს, რომელსაც პატრული სიცივის დროს აფარებდა თავს.

მანამდე მოძრაობის წევრებს საზაფხულო ბანაკის ტერიტორიაზე კონტეინერის ჩადგმის უფლებაც არ მისცეს. მისი თქმით, მიზეზად მაშინ ოკუპანტების შესაძლო გაღიზიანდება დასახელდა. ამავე მიზეზით შეეზღუდათ პატრულირების უფლება სოფელ ერგნეთშიც.

„ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეთანხმების გარეშე კასპის მერმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა მიიღო და გამოგვასახლა. ჩვენ ამას მივიჩნევთ ჩვენი მოძრაობისთვის ხელოვნურად პრობლემის შექმნად,“- აღნიშნა ქაცარავამ. 

კასპის მერის განამრტებით კი, "ძალა ერთობაშიას" წევრებმა კანონი დაარღვიეს. მანუჩარ მერებაშვილის მტკიცებით, მათ შესთავაზეს ალტერნატიული ფართი, თუმცა უარი მიიღეს. ტერიტორიის დატოვება კი მხოლოდ ამის შემდეგ მოსთხოვეს.

დღის ამბები