18 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"სააკაშვილს გადატრიალების ორგანიზებას არ ედავებიან"-ლუცენკო განმარტებებს აკეთებს

უკრაინის გენერალური პროკურორი მიხეილ სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს. ტელეკომპანია "ზიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში იური ლუცენკომ აღნიშნა, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს კურჩენკოს ფულით გადატრიალების ორგანიზებას არ ედავებიან. გენერალური პროკურორის თქმით, სააკაშვილი მხოლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.

"გადატრიალების მცდელობასა და დაფინანსებაში ეჭვმიტანილია მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი სევერიონ დანღაძე. თავად სააკაშვილი ეჭვმიტანილია მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ხელშეწყობაში. გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით აწარმოებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. ამიტომ სამსახურის გამომძიებლები მივიდნენ დასაკავებლად, თუმცა ფაქტობრივად მან უარი თქვა და ავტომობილიდან გაიქცა. ამის შემდეგ ის სხვადასხვა ადგილას იმალებოდა და ძებნის გამოცხადების შემდეგ ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ,”-განაცხადა იური ლუცენკომ. 

დღის ამბები