30 დეკემბერი 2024,   20:45
ვრცლად
სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ენმ-მ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა - ამ მოთხოვნით „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დღეიდან დაიწყეს.

დღეს ხელმოწერებს მხოლოდ ავლაბარსა და ბუკიას ბაღში აგროვებენ, ხვალიდან კი პროცესი მთელ თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებს მოიცავს.

„ნაციონალური მოძრაობა" იწყებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. იმ პროცესებს რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოსთან. ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პირადი ანგარიშსწორება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პეტიციაზე ხელმოწერა მოქალაქეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვებ გვერდზეც შეეძლებათ. 

დღის ამბები