18 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
სემეკი დენსა და წყალზე ტარიფების გაზრდის განხილვისთვის ემზადება 

გაიზრდება თუ არა დენისა და წყლის ტარიფი - დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია წყალმომარაგების კომპანიებისა და ენერგო-პრო ჯორჯიას საინვესტიციო გეგმებზე იმსჯელებს. თუმცა საინვესტიციო მონაცემების დაზუსტება ერთ-ერთი ბოლო ეტაპია უშუალოდ სატარიფო განხილვის წინ, რომელიც სავარაუდოდ უკვე წლის ბოლოს გაიმართება.

„ჯი ვი პი-ს“ წარმომადგენლის განცხადებით კომპანია გეგმავს რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიციის განხორციელებას და ამით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

„მნიშვნელოვანი პროექტები საინვესტიციო კუთხით არის ის, რომ წყალმომარაგების სექტორში კომპანია იმსჯელებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით. საიმედოობის მიწოდების გაუმჯობესების თვალსაზრისით და მომსახურების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროექტებზე მოსახლეობისათვის. რაც შეეხება უშუალოდ სატარიფო საკითხებს, ამ ეტაპზე ტარიფებთან დაკავშირებით რაიმეს თქმა შეუძლებელია,“-განაცხადა სემეკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ბერიკაშვილმა.

ტარიფების განხილვა ხვალიდან იგეგმება.   

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები