საქართველოს პრეზიდენტმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ნინო ჩუბინიშვილის პერსონალური გამოფენა დაათვალიერა. ექსპოზიცია სპეციალურად მომზადდა აბრეშუმის მუზეუმის სივრცესთან კავშირში, სადაც ავტორმა ახალი ნამუშევრები წარადგინა.
ექსპოზიციით ავტორმა გარდასახვისა და ტრანსფორმაციის პროცესი - ყოფითიდან წარმოსახვით რეალობამდე - ასახა.
„ნინო არის ჩვენი თაობის გარკვეულად სიმბოლო და შეჯამება, ჩვენმა თაობამ როგორ დავამარცხეთ დანგრეულობა და შევქმენით ჩვენი ესთეტიკური ხედვა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.