მედია ჰოლდინგმა "ჯორჯიან თაიმსმა" წლის საუკეთესო ბიზნესკომპანიები დაასახელა.
დაჯილდოების ცერემონიას კერძო სექტორთან ერთად, მთავრობისა და მედიის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კერძო სექტორის წახალისებისთვის, რომელზეც დგას ჩვენი ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და რა თქმა უნდა, მათთვის დაფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორის მტკიცებით, საღამოზე ყველა ის კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელსაც ბიზნეს სექტორსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში წელს დიდი წვლილი მიუძღვის.
გამარჯვებული კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდა. მათ სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ.
„ღონისძიება იმდენად სოლიდური და გავლენიანია, რომ თვითონვე მიუთითებს ის ისტორია, რაც გაიარა. 18 წელი ზოგიერთი კომპანია არ არის საქართველოში და ეს ღონისძიებაა თვითონ 18 წლის,“ - აცხადებს მედია ჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი.