საზოგადოებრივ მაუწყებელში საეჭვო ტენდერებსა და ბუნდოვან გადაწყვეტილებებზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". ორგანიზაციამ ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებლის მუშაობა შეისწავლა.
კვლევაში ნათქვამია, რომ გაძლიერდა გავლენა ექსპრემიერ ივანიშვილისა მაუწყებელზე. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოიკვლია ასევე, რამდენად კანონიერია პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ფასიანი რეკლამის განთავსების უფლებას აძლევს, როცა მაუწყებელი ყოველთვიურად მილიონობით ლარით ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა წამყვანი კომიტეტის პოზიცია, რომელმაც მეორე მოსმენით ჩააგდო აღნიშნული კანონპროექტი, მეორე მოსმენით პირობით დაუჭირა მხარი, მაგრამ გუშინ მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით. გაძლიერდა ეჭვი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიზარდა ყოფილი პრემიერმინისტრის ივანიშვილთან დაკავშირებული პირებისა. საკადრო პოლიტიკა არის გაუმჭვირვალე, ბუნდოვანი,“ - აცხადებს მამუკა ანდღულაძე.